И1
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი- თინიკო ლამპარაძე
კლასი-VIIა
“სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი “, რათა გამოაწრთოს მოზარდი თაობის ხასიათი, განავითაროს ბავშვებში ინტერესები, მოქალაქეობრივი გრძნობები… თვითმოქმედება, ინიციატივა, შეუპოვრობა-დიმიტრი უზნაძე.
სწორედ დამოუკიდებელი აზროვნების, არჩევნის თავისუფლების, მოსაზრებათა გაცვლის, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მომავლის სკოლის მე7 ა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში “მკითხველის სკამი”.
მიმდინარე წლის 2.03-დან 25.05-ის ჩათვლით მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს თანაკლასელთა წინაშე წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ (უცხოელი ან ქართველი ავტორის) თხზულებას, ესეს, მინიატურას ან ნოველას.ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გამოყოფენ ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, მთავარ სათქმელს,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, გამართავენ დისკუსიას საგულისხმო საკითხებზე, შეაფასებენ თხზულების წარმდგენს და თხზულებას… შთაბეჭდილებას ჩაიწერენ სახელდახელოდ შექმნილ “მკითხველის დღიურში”.
მადლობა მე-7 კლასელ მომავლელებს პროექტით დაინტერესებისა და გულისხმიერებისათვის!
წარმატება!