დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

#დიდებასაქართველოსდიდებაუკრაინასდიდებაგმირებს!საგანი: ჩვენი საქართველო მე 5 ა,ბ,გ კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს მოხსენება რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ 24.02.2022 ში დაიყო. ვისაუბრეთ აღნიშნული პრობლემის სიმძიმეზე და იმ მძიმე შედეგებზე რომელიც იწვევს ომს. განვიხილეთ კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები. მოსწავლეებმა თავიანთი ნახატებით წარმოადგინეს ამ ომის დასრულების გზა, რომელიც მშვიდობაზე და შეთანხმებაზე გადის.დიდება უკრაინას!დიდება გმირებს! (იხ. სრულად)
Read More

“სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი “

საგანი-ქართული ენა და ლიტერატურამასწავლებელი- თინიკო ლამპარაძეკლასი-VIIა"სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი ", რათა გამოაწრთოს მოზარდი თაობის ხასიათი, განავითაროს ბავშვებში ინტერესები, მოქალაქეობრივი გრძნობები... თვითმოქმედება, ინიციატივა, შეუპოვრობა-დიმიტრი უზნაძე. სწორედ დამოუკიდებელი აზროვნების, არჩევნის თავისუფლების, მოსაზრებათა გაცვლის, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მომავლის სკოლის მე7 ა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში "მკითხველის სკამი". მიმდინარე წლის 2.03-დან 25.05-ის ჩათვლით მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს თანაკლასელთა წინაშე წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ (უცხოელი ან ქართველი ავტორის) თხზულებას, ესეს, მინიატურას ან ნოველას.ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გამოყოფენ ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, მთავარ სათქმელს,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, გამართავენ დისკუსიას საგულისხმო საკითხებზე, შეაფასებენ თხზულების წარმდგენს და თხზულებას... შთაბეჭდილებას ჩაიწერენ სახელდახელოდ შექმნილ "მკითხველის დღიურში". მადლობა მე-7 კლასელ მომავლელებს პროექტით დაინტერესებისა და გულისხმიერებისათვის!წარმატება! (იხ. სრულად)
Read More