საგანი: მოქალაქეობა
თემა: მოქალაქე და ეკონომიკა.
როლური თამაში მე-9 ა/ბ კლასებში.
მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი CV, გაეცნენ ოფიციალურ ვაკანსიებს, გაინაწილეს სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის როლები, ჩაატარეს გასაუბრება კანდიდატებს შორის და წარსდგნენ გამსაუბრებლების წინაშე.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებისთვის რეზიუმეს წერის სპეციფიკის გაცნობა;
მოსწავლეებში მოლაპარაკებების უნარების განვითარება;
მოსწავლეების მიერ დასაქმების ბაზრის შესწავლა და სასურველი სამუშაო ვაკანსიების მოძიება;
მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება;
მოსწავლეების მიერ გასაუბრების სპეციფიკის შესწავლა;
მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება.
