როლური თამაში და კომიქსის შექმნა მე-9 ა/ბ კლასებში.მოსწავლეებმა სიმულაციურად დააფუძნეს პოლიტიკური პარტიები-შეიმუშავეს საარჩევნო პროგრამა, მოირგეს პოლიტიკური იდეოლოგიები და წარსდგნენ ამომრჩეველთა წინაშე. მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, სადაც წარმოაჩინეს საარჩევნო პროცესები, პროგრამები და საარჩევნო სისტემა. გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება და აქტიურ მოქალაქედ ფორმირება;მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება;მოსწავლეებისთვის არჩევნებისა და თითოეული მოქალაქის მონაწილეობის აუცილებლობის გააზრება; მოსწავლეებში პოლიტიკური პარტიებისა და იდეოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება;მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება.