ლიტერატურულიმარათონი

კითხვა-ყველაზე პოზიტიური აქტივობა, რომლითაც შეგვიძლია გავხდეთ უფრო წიგნიერი, მჭევრმეტყველი, სოციალურად გახსნილი, ზნეობრივად მყარი, ფხიზელი გონების პატრონი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.სწორედ დასახელებული უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 28-29-30 Xl-ში ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდაქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ დაგეგმილი მორიგი (შემოდგომის) ლიტერატურული მარათონი. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ შერჩეული და მიწოდებული ლიტერატურა. მარათონზე კი ისაუბრეს კონკრეტული საკითხებისა და ეპიზოდების შესახებ, დაასახელეს მათთვის გამორჩეული პერსონაჟი და ფრაზა, გადმოსცეს ემოცია, რომელიც დასახელებული ტექსტების სამყაროში მოგზაურობისას განიცადეს, გამოყვეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია და დაეხმარა მათ სამყაროს ახლებურად აღქმასა და გააზრებაში; მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატებიც. მადლობა მომავლელებს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს (ლამზირა აბულაძე,თინიკო ლამპარაძე,შორენა ცეცხლაძე)
Read More