მომავლელების ტრადიციული მე_10 სადღესასწაულო გასეირნება

მომავლელების ტრადიციული მე_10 სადღესასწაულო გასეირნება 2022 წელს და 2023 წლის სურვილები!! 2022 წლის 29 დეკემბერი ბათუმის მომავლის სკოლა შთამბეჭდავი და ფერადი საახალწლო კასკადის ფინალური შეხვედრა: მოსწავლე; მასწავლებელი ; მშობელი! ხალისიანი და მშვიდობიანი დღეები გვიმრავლოს უფალმა! გააძლიერის ერი თუ ბერი! მშვიდობა შინ თუ გარეთ!ერთად_ ყველაფერს,შევძლებთ!მომავლელებთან ერთად დამდეგ შობა_ ახალ წელს გილოცავთ!შეხვედრამდე 2023 წელს! (იხ. სრულად)
Read More

მომავლის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს

მომავლის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაესწრნენ სხდომას, სისხლის სამართლის მიმართულებით. ვიზიტის მიზანი გახლდათ:სასამართლოების შესახებ საგაკვეთილო მასალის რეალურ სივრცეში ხილვა და ნასწავლის მასალის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება;სასამართლოში თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობების გაცნობა;მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება;სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმირებულობა;ძალადობის ფაქტების შესახებ კონსტიტუციის მუხლების გაცნობა. (იხ. სრულად)
Read More

მომავლის სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკა მამულაძე- III ადგილის მფლობელი გახდა

2 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჭადრაკში"საერთაშორისო საახალწლო ფესტივალი-2022" 🥉🏆მასწავებელი: ნათია ვაჩეიშვილი Natia Vacheishvili🥉🏆💖მომავლელები ვულოცავთ ნიკას და ქ. ნათიას კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ! (იხ. სრულად)
Read More

📚2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ლიტერატურული მარათონის საუკეთესო სამეული:

🌟ელენე ხალვაში-VII კლასი🌟მარიამ უზუნაძე- VIII კლასი🌟ნიკოლოზ ბეჟანიძე- XI კლასი📚ლიტერატურული მარათონის მიზანია ქართველი და უცხოელი მწერალების შემოქმედების ახლოს გაცნობა-გააზრება;წაკითხულის ირგვლივ მსჯელობა, საკუთარი პოზიციის, დამოკიდებულების დაფიქსირება და თანამედროვეობასთან დაკავშირება;წიგნის კითხვის კულტურის ჩამოყალიბება.
Read More

მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ 🔷 სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას.

🌐საგანი: მოქალაქეობა🔊თემა: სამოქალაქო საზოგადოება-არასამთავრობო ორგანიზაციები.📍მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ🔷 სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას.🔷სიმულაციურად შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იმუშავეს მათ ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოცემული პრობლემების მოგვარების გზებზე. 📚გაკვეთილის მიზანი გახლდათ:📍 მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება;📍თემში არსებული პრობლემების აღმოჩენა-მოგვარების უნარ-ჩვევების გაძლიერება;📍არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა;📍სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გაცნობა;📍კრიტიკულ-ანალიტიკური უნარების განვითარება. (იხ. სრულად)
Read More

კულტურული მრავალფეროვნება

საგანი: მოქალაქეობათემა: კულტურული მრავალფეროვნება. საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების და მისი მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, მომავლის სკოლის მოსწავლეებს ვიდეოთი მიმართა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკის , ესპანეთისა და პოლონეთის მოქალაქეებმა. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ: კულტურულ მრავალფეროვნებასა და მის უპირატესობებს;საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კულტურას.მოცემული გაკვეთილის მიზანი გახლდათ:მოსწავლეებისთვის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გაცნობა;მოსწავლეებში ტოლერანტული ღირებულებების გაძლიერება. (იხ. სრულად)
Read More

დიპლომატიის კვირეული

ბათუმის მომავლის სკოლის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბი"-ს წევრები საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,დიპლომატიის კვირეული" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. კლუბის წევრები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას ფინეთის ელჩთან, კირსტი ნარინენთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ისაუბრა ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.პროექტში მონაწილეობის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დიპლომატიისა და ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
Read More

ლიტერატურულიმარათონი

კითხვა-ყველაზე პოზიტიური აქტივობა, რომლითაც შეგვიძლია გავხდეთ უფრო წიგნიერი, მჭევრმეტყველი, სოციალურად გახსნილი, ზნეობრივად მყარი, ფხიზელი გონების პატრონი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.სწორედ დასახელებული უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 28-29-30 Xl-ში ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდაქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ დაგეგმილი მორიგი (შემოდგომის) ლიტერატურული მარათონი. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ შერჩეული და მიწოდებული ლიტერატურა. მარათონზე კი ისაუბრეს კონკრეტული საკითხებისა და ეპიზოდების შესახებ, დაასახელეს მათთვის გამორჩეული პერსონაჟი და ფრაზა, გადმოსცეს ემოცია, რომელიც დასახელებული ტექსტების სამყაროში მოგზაურობისას განიცადეს, გამოყვეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია და დაეხმარა მათ სამყაროს ახლებურად აღქმასა და გააზრებაში; მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატებიც. მადლობა მომავლელებს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს (ლამზირა აბულაძე,თინიკო ლამპარაძე,შორენა ცეცხლაძე)
Read More