შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი,
შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V-XI კლასის მოსწავლეები. მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა, თხრობის კულტურის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება. “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია”. როგორც ასტრიდ ლინდგრენი წერდა: „წიგნს ვერაფერი შეცვლის, წიგნი ფრთას ასხამს ფანტაზიას. ბავშვი, რომელიც წიგნთან არის განმარტოებული, საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნათელ, წარუშლელ სურათებს“. მოსწავლეები პასუხისმგებლობითა და ემოციით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას. წარმოადგინეს ნახატები ეპიზოდების მიხედვით . მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პასუხებისთვის!