კალიგრაფიის კონკურსი
შპს ბათუმის მომავლის სკოლის V-VI კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი - ჭეშმარიტი განათლებისა, - წერდა იაკობ გოგებაშვილი. ილია შეგვახსენებდა, რომ არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული ენაა. ჩვენი აქტივობის მიზანც მომავალი თაობისთვის იმის შეხსენება იყო, რომ ქართულ ენას განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. მნიშვნელივანია წერის კულტურის ამაღლება; ლამაზად, სუფთად, გარკვევით წერის პოპულარიზაცია;ნაწერის ვიზუალურ მხარეზე დაკვირვება. საუკეთესო ნამუშევრები ჰქონდათ : V კლასი ალექსანდრე ჯაფარიძე; VI ა კლასი თათია აბაშიძე; ბექა მამულაძე; VI ბ კლასი ნიკოლოზ ფუტკარაძე;ანა თურმანიძე .დიდი მადლობა თითოეულ მონაწილესა და მომავლის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.