25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს 100 წლის წინ რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა და დაიწყო ვერაგად ხსენებული გასაბჭოება… ამ თემასთან დაკავშირებით შპს მომავლის სკოლაში გაიმართა კონფერენცია – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით ისტორიული ცნობების გაღრმავება. კონფერენციაში მონაწილება მიიღო IX X XI კლასის მოსწავლეებმა, სადაც შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ I ადგილი XI კლასის მოსწავლე -ნუცა ხალვაში, II ადგილი X კლასის მოსწავლე-ლანა მალაყმაძე, III ადგილი XI კლასის მოსწავლე- გიგლა ქურიძე.