მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს . ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ (Lot`s of Socks) მსოფლიოში 2013 წლიდან დამკვიდრდა და ქრომოსომასთან მსგავსების გამო 21 მარტის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და…
Read More

მომავლის სკოლაში გამართული პირველი, ბუნებრივი კონფერენციის გამარჯვებულების დაჯილდოვება.

ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით''რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ'', რომლის მიზანსაც საქართველოს ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით ისტორიული ცნობების გაღრმავება წარმოადგენდა. დასრულების შემდეგ კომპეტენტურმა ჟიურიმ, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვის უმაღლესი სტანდარტიდ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც შპს ბათუმის მომავლის სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ცირა ქასრაძემ დააჯილდოვა. I ადგილი, XI კლასის მოსწავლე- ნუცა ხალვაში, (თემა 9 აპრილი), II ადგილი X კლასის მოსწავლე - ლანა მალაყმაძე (თემა მარო მაყაშვილი) III ადგილი XI კლასის მოსწავლე- გიგლა ქურიძე თემა შინდისის გმირები
Read More

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს !

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს ! ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი.1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
Read More

გილოცავთ დედის დღეს !

ბათუმის მომავლის სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს სკოლის თანამშრომელ დედიკოებს!მომავლელების დედიკოებს!მეგობარ დედიკოებს და სამყაროს ყველა დედიკოს გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს
Read More

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ …

25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს 100 წლის წინ რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა და დაიწყო ვერაგად ხსენებული გასაბჭოება... ამ თემასთან დაკავშირებით შპს მომავლის სკოლაში გაიმართა კონფერენცია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით ისტორიული ცნობების გაღრმავება. კონფერენციაში მონაწილება მიიღო IX X XI კლასის მოსწავლეებმა, სადაც შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ I ადგილი XI კლასის მოსწავლე -ნუცა ხალვაში, II ადგილი X კლასის მოსწავლე-ლანა მალაყმაძე, III ადგილი XI კლასის მოსწავლე- გიგლა ქურიძე.
Read More