შპს ბათუმის მომავლის სკოლა
დირექტორის ანგარიში
შპს ბათუმის მომავლის სკოლა უკვე 12 წელია დგას მომავალი თაობის ხარისხიანი სწავლების სადარაჯოზე.
2023 წლის 6 .09 და 9.09. პედაგოგოური საბჭოს სხდომებზე დამტკიცებული იქნა :
=სკოლის შინაგანაწესი;სკოლის სტრუქტურა; საშტატო განრიგი;თანამდებობრივი ინსტრუქციები; დებულებები.
= SWOT ანალიზისა და გამოკითხვების საფუძველზე , განხილული და დამტკიცებულიიქნა 2023-2024 საწავლ წლის სამოქმედო გეგმების, სწავლის მექანიზმის გაუმჯობესების გზები.
შპს ,,ბათუმის მომავლის სკოლა“
2023-2024სასწავლო წელი
შპს ,,ბათუმის მომავლის სკოლა“
2023-2024სასწავლო წელი
საშტატო განრიგი
- დამფუძნებელი; დირექტორი – 1 საშტატო ერთეული.
- სასწავლო მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი/ ადამიანური რესურსის მართვის მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- საქმის მწარმოებელი/საინფორმაციო მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- ბიბლიოთეკარი – 1 საშტატო ერთეული.
- ფინანსური მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი -1 საშტატო ერთეული.
- პიარ-მენეჯერი-1 საშტატო ერთეული
- ექიმი – 1 საშტატო ერთეული.
- ექთანი – 1 საშტატო ერთეული.
- ფსიქოლოგი – 1 საშტატო ერთეული.
- იურისტი – 1 საშტატო ერთეული.
- უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი დაცვის მენეჯერი- 2 საშტატო ერთეული.
- ტექნიკური მენეჯერი – 1 საშტატო ერთეული.
- შრომის უსაფრთხოებს მენეჯერი-1 საშტატო ერთეული
- პერსონალუ მონაცემთა დაცვის ოფიცერი-1 საშტატო ერთეუული.
- დამლაგებელი – 1 საშტატო ერთეული.
- სამზარეულოს პერსონალი-2 საშტატო ერთეული
- მასწავლებელი – 42 საშტატო ერთეული.
- თანამშრომელი -61
სკოლის სლოგანია:
ცოდნა -ძალაა!
ერთად -მომავლის სადარაჯოზე!
2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო 2023წ. 15 სექტემბერს .
მოსწავლეთა რაოდენობა:
სექტემბერი-297 მოსწავლე
იანვარი-295-მოსწავლე
ივნისი-292 -მოსწავლე
6.09.2023 (პედსაბჭო N 1)პედსაბჭოზე განხილული იქნა სკოლის შინაგანაწესი დამტკიცდა სკოლის დირექტრის მიერ, რომლითაც განისაზღვრა სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები.ასევე, ყველა მარეგულირებელი დოკუმენტი. გათვალისწინებული იქნა , წინა წლის SWOT ანალიზი. შედგა მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ,სადაც მოსწავლეთა აზრი იქნა გათვალისწინებული.
= SWOT ანალიზისა და გამოკითხვების საფუძველზე , განხილული და დამტკიცებულიიქნა 2023-2024 საწავლ წლის სამოქმედო გეგმების, სწავლის მექანიზმის გაუმჯობესების გზები.
9.09.2023(პედსაბჭო N2 ) დამტკიცდა სასკოლო სასწავლო გეგმა. შედგენილი იქნა საათობრივი ბადე,გაკვეთილების ცხრილი; კალენდარი და დაიწყო მზადება ახალი სასწავლო წლისათვის.ახალი გამოწვევა-კურიკულუმის მეთოდოლოგია.
- დროულად დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა მე-10 კლასის დარჩენილ საგნებსა და მე-11 კლასებში.
- დადგინდა საშტატო განრიგი და მასწავლებელთა რეესტრი .გაფორმდა ადმინისტრაციის თანამშრომელთა და პედაგოგთა შრომითი ხელშეკრულება. განისაზღვრა მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვა.
- საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტისა და საგანგებო სიტუაციის გეგმის შემუშავება-დამტკიცება -განხორციელება.
- სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტის გათვალისწინებით , დაკომპლექტდა 22 კლასი.
- დაწყებითი საფეხური: Iა , Iბ ; IIა, IIბ , II გ კლასი; IIIა, IIIბ კლასი; IVა , IVბ კლასი; Vა, Vბ გ კლასი;VIა ,VIბ კლასი.
საბაზო საფეხური: VII ა ბკლასი, VIII ა კლასი, IXა კლასი,
საშუალო საფეხური: Xა ბკლასი, XIა კლასი, XIIა კლასი.
- შპს ბათუმის მომავლის სკოლაში ფუნქციონირებს 5 კათედრა:
=დაწყებითი კლასების კათედრა (ხელ-ლი: მ.დვალი)
=ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების (ხელ-ლი: თ.ჩხიკვაძე)
=მათემატიკის; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა (ხელ-ლი: დ. ბაძაღუა)
=უცხოური ენების კათედრა (ხელ-ლი:ს.მიქელაძე)
=სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა(ხელ-ლი: თ. შანთაძე)
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სერთიფიცირებულმა სპეციალისტმა და სკოლის დირექციამ ,იზრუნა რათა მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის. ეს დასტურდება ხშირი შეხვედრებითა და ურთიერთდასწრებებით; ვებინარებსა და სემინარებზე დასწრებით .ტრენინგების ანალიზით და ა.შ
სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად. სემესტრისათვის გათვალისწინებული სამუშაო და დასვენების დღეები შესრულდა.(გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო გაცდენილი საათები ანაზღაურებულ იქნა შაბათი დღის ხარჯზე)
=შპს ბათუმის მომავლის სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი(კურატორი), რომლების სასწავლო წლის განმავლობაში ორგანიზებულად მართავენ კლასებს,აწარმოებენ სადამრიგებლო პორტფოლიოებს,სადაც გაწერილია სადამრიგებლო საათის გეგმა,ღონისძიებების ნუსხა,მშობელთა კრებების განრიგი,სემესტრისა და წლიური ანგარიში.
=კურატორები გაწერილი გეგმის მიხედვით აქტიურად ხვდებოდნენ კლასებს(I-VI კლასები თვეში ორი შეხვედრა , VII-XIIკლასები თვეში ერთი შეხვედრა. საჭიროების შემთხვევაში იგეგმებოდა დამათებითი შეხვედრაბიც) სასწავლო წელი დაიწყო სკოლის შინაგანაწესისა და მისიის გაცნობით,შეიქმნა მოსწავლეთა და მშობელთა საკომუნიკაციო ონლაინ ჯგუფები,სადაც მთელი წლის განმავლობაში მიეწოდებოდათ საჭირო ინფორმაციები.კურატორები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ელექტრონული ჟურნალის წარმოებას.
=სკოლას ყავს ფსიქოლოგი,რომელიც ატარებს შეხვედრას კლასებთან და ამავე დროს ინდივიდუალურად მოსწავლეებთან.კურატორებს საჭიროების შემთხვევაში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სკოლის ფსიქოლოგთან , დირექციასთან და მშობლებთან.
=შპს ბათუმის მომავლის სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში(30 ოქტომბერს ) ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები ,რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები (კურატორები ეხმარებოდნენ მათ საორგანიზაციო საკითხებში). სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს X ბ კლასი მოსწავლე- ლიკა ბერიძე, რომლის ინიციატივით მოეწყო არაერთი გასვლითი და შიდასასკოლო ღონისძიებები(იხილეთ თვითმმართველობის ბაინდერი). =შპს ბათუმის მომავლის სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი“მომავლელი მშობელი-მასწავლებელი“,პროექტში ჩართული იყო კლასის კურატორები, რომლებმაც დირექციის დავალებით გაანახორციელეს კომუნიკაცია მშობლებთან, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ და საინტერესო ინფორმაციული შეხვედრა ჩაატარეს Vბ,VIა,VII ა VIII ,Xა და Xბკლასებში
=ყველაზე მაღალრეიტინგული პროექტი-ევროპის საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად „ გზა -ევროპისკენ“ . სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ევროპის ქვეყნებში:ბელგია, საფრანგეთი; შვვეიცარია. ეს გასვლები გაგრძელდება.
= მოსწავლეთა წახალისების მიზნით სკოლის თვითმმართველობის და დირექციის ინიციატივით დაიგეგმა პილოტირება 100 ქულიანი სისტემა(შეფასების კრიტერიუმებით),კურატორები აქაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
=კლასის კურატორებმა( დამრიგებლის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მიხედვით) ორგანიზება გაუკეთეს ექსკურსიებს, გასვლით ღონისძიებებს, სხვადასხვა აქტივობებსა და შიდასასკოლო ღონისძიებებს.თითოეულ კლასებში ტარდებოდა სტანდარტით გათვალისწინებული სადამრიგებლო საათი, სადაც მიწვეული იყო , როგორც სკოლის დირექტორი, ასევე ფსიქოლოგი.
საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გამოეცხადა და წლის საუკეთესო კურატორად დასახელდაVI-VII-VIII კლასის კურატორი ქ. მარიამ ჭანტურია. ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მიერ ჩატარებული რონისძიებისთვის მადლობა გამოეცხადა კათედრის ხელმძღვანელს და ამავდროულად VI-IX კლასის კურატორს ქ. თეა ჩხიკვაძეს.
IVკლასის გამოსაშვები საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გამოეცხადა ამავე კლასის კურატორს ქ. გულო სურმანიძეს.
მიუხედავად ორგანიზებული მუშაობისა გამოვლინდა სუსტი მხარეებიც:
=ჟურნალის წარმოება;
=100 ქულიანი სისტემის შეფასების სწორად წარმართვა;
=სადამრიგებლო საათის ჩატარება,ორგანიზება;
=ღონისძიებები;
=სადამრიგებლო პორტფოლიოების დროულად წარმოება;
=მოსწავლესთან ახლო და სწორი კომუნიკაცია.
წლის ბოლოს პედსაბჭოზე განხილული იქნა სუსტი მხარეები, დაისახა სამომავლო გეგმები და იყო მსჯელობა მომავალ სასწავლო წელს აღნიშნული საკითხის უკეთესად წარმართვის გზებზე.
2023/2024 სასწავლო წლის კურატორების მუშაობის ამსახველი თოთოეული ღონისძიების და აქტივობების ფოტო-ვიდეო მასალა ატვირთულია სკოლის facebook გვერდზე.) ასევე დამრიგებლის პორტფოლიოს ელექტრონული ვერსიაში.
- სკოლის სამომავლო გეგმებია :
- გათვალისწინებული იქნას პირველის სემესტრის ძლიერი და სუსტი მხარეები;
- გათვალისწინებული იქნას სკოლის ერთწლიანი და ექვსწლიანი სამოქმედო გეგმები.
- გათვალისწინებული იქნას პირველის სემესტრის მრავალმხრივი გამოკითხვის ანალიზი.
- სკოლამ იზრუნოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
- ჩატარდეს გეგმიურად, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, სასკოლო და არასასკოლო ღონისძიებები.
- კათედრებმა უზრუნველყოს მოსწავლეთა მაქსიმალური ინტერესი და ჩართულობა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში .
- უცხოური ენების სწავლებასთან დაკავშირებით ახალი მეთოდების დაგეგმვა.
საუკეთესო გამოცდილება!
სლოგანი: ,,ერთად-მომავლის სადარაჯოზე“!
- პროფესიული განვითარება – ყოველდღიური მიმდინარე პროცესი.
( შეხვედრები; დირექტორი; ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი; ტრენინგები; ვებინარები)
- სკოლის თვითშეფასება – SWOTანალიზი,ინტერვიუები; ოლიმპიადები ;წრეები; კლუბები
(კითხვარები; მშობელთა სათათბირო; სასკოლო საზოგადოება).
- სკოლის კულტურა (ყოველი თვის პირველი შაბათი -საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან; სასწავლო კვირის პარასკევი დღე- ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, სკოლის ვებ-გვერდი, სოციალური-ქსელი; ონლაინ და პირისპირ შეხვედრები).
- ურთიერთპატივისცემა; ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ნდობა.
(მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი= ღონისძიება ; დახმარება-შემოწირულობა; ექსკურსიები)
- მუდმივი კომუნიკაცია და შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებთან. (სამინისტრო; მერია და ა.შ.)
- სტუმრობა უმაღლესი და პროფესიულ სასწავლებლებში.
(საზღვაო აკადემია; ბათუმის უნივერსიტეტები)
- საგნობრივი ჯგუფი – ,,ღია კარის დღეები“. კრიტიკული მეგობარი!
- საინფორმაციო შეხვედრები: ,, სტუმარი გაკვეთილზე“.
(ექიმი/ექთანი, ფსიქოლოგი; უსაფრთხოება)
- ეზოს აქტივობები – ჰოლისტური განათლება.
- მომავლელების ხშირი სტუმრობა მუზეუმებსა დ თეატრებში.
- პროექტები და აქტივობები. მაგ: ,,მუზეუმი სკოლაში“ და ა.შ.
- ლიტერატურული მარათონი და წიგნების თარო.
- სასკოლო საფეხბურთო და საქალაქო ტურნირი: ,,ნიკა აბაშიძის სახელობის თასი.“
- ორშაბათის ჰიმნი – კვირის შემაჯამებელი ბრიფინგი.
- დაბადების დღეების შემოქმედებითი მილოცვა და სიტყვაკაზმულობა -„მეტი მეტყველების ნაწილი“.
- სკოლის გამორჩეული მისალმების მანერა.
- საახალწლო და საგაზაფხულო კარნავალი- მოსწავლე, მასწავლებელი,მშობელი.
- ყოველწლიური საერთაშორისო პროექტი ბელგიასა დ საფრანგეთში.
მომავლის სკოლა -ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი.
- მომავლელი – მოსწავლე-მასწავლებელი.
ბათუმის მომავლის სკოლის დირექტორი: ცირა ქასრაძე
27.06.2024