დაწყებითი სკოლა

დისტანციურ მეცადინეობებს

მომავლელებო !
მშობლებო !
კოლეგებო !
უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!
=გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გადაიკითხოთ ყველა, ჩვენი ძველი თუ ახალი გამოქვეყნებული შეთავაზება.
=მომავლის სკოლა დისტანციურ მეცადინეობებს XII კლასთან ატარებს მარტის დასაწყისიდან. მადლობა ჩემს კოლეგებს და აბიტურიენტ მომავლელებს დიდი პასუხისმგებლობისა და აკადემიურობისათვის.
პირველი მომავლელი პიონერი-ონლაინ პედაგოგებია:Nona BeridzeTiniko Lamparadze;Sophiko MikeladzeZaza Beridze
=ახლა კი, ვართ რა ახალი გამოწვევების წინაშე, ჩემი და მომავლის სკოლის თითოეული მასწავლებლის ვალდებულებაა-ვემსახუროთ მომავალ თაობას და ხვალიდან გადავდივართ ,ყველასათვის ახალ, სკოლის ახალი გვერდის გამოყენებით, ონლაინ სწავლებაზე.
=ყველა მომავლელს მიწოდებული აქვს ანგარიშზე შესვლის კოდი და პაროლი.თუ ,ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია,მოგვწერეთ ან დამირეკეთ.
= ხვალიდან,19 მარტიდან, დაიწყება დავალებებისა და ტესტების ატვირთვა სკოლის ახალი გვერდიდან,სადაც დარწმუნებული ვარ ,რომ უფროსკლასელები თვითონ შევლენ, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს,პირველად მშობლებმა უნდა გაუწიონ დახმარება. შემდეგ კი, ჩემი მომავლელები გაართმევენ თავს. გთხოვთ, ნუ ღელავთ,ეტაპობრივად შეხვალთ ,გაურკვევლობის შემთხვევაში დაგეხმარებათ წინა პოსტი,სადაც ვიდეო გაკვეთილით გაიგებთ ,თუ როგორ უნდა შევიდეს მშობელი ან მოსწავლე და ნახოს საშინაო დავალება და შეამოწმოს შედეგები.
= მშობლებო !
იმედი მაქვს, რომ თქვენ კიდევ ერთხელ გაამყარებთ იმ პოზიციას ,რომ მომავლი თაობის წარმატებისათვის მშობლის თანადგომა ცალსახა და უპირობოა.18 -19 მარტი -ეს იქნება სატესტო დღეებია. მშვიდად მივიღოთ ახალი გამოწვევა და მივაწოდოთ ერთმანეთს პრობლემები.
=კოლეგებო!
მადლობას გიხდით თქვენი მობილიზებისათვის ,მადლობა იმისთვის ,რომ 4 დღეა მიძლებთ და მუხლჩაუხრელი მუშაობთ ონლაინ რეჟიმში. უღრმესი მადლობა , თქვენი მოსწავლეების ონლაინ-მოფერებისთვის,
=ჩვენ, მომავლელი პედაგოგები,მზად ვართ ყველა დღე ვისწავლოთ ,რათა ვასწავლოთ.
=ჩემო შეუდარებელო და მოსიყვარულე მომავლელებო!
ცირას ძალიან ენატრება, თქვენი ჟივილ-ხივილი; ერთი კარგი "ყიჟინა" კითვითი ტონალობით: მშვიდობაა? ; ერთად შესრულებული ჰიმნი და სკოლის დერეფანში შესრულებული "განდაგანა".
მალე შევხვდები თ და ჩაგეხუტებით;
მომავლელებო ! მშობლებო! კოლეგებო!
ერთად -სიმშვიდე და თანადგომა თითოეულ თქვენთაგანს, მთელ საქართველოს.
გაგრძელება და კითხვები იქნება
გელოდებით!
თქვენი -ცირა ქასრაძე
2020წელი 18 მარტი

აპრილი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3

საიტზე არის 21 სტუმარი