დირექტორის გვერდი

დირექტორის გვერდი

ჩემო მომავლელებო!

ჩემო კოლეგებო, მშობლებო და საყვარელო მოსწავლეებო!

გილოცავთ ახალ, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას!
2012 წლიდან , მომავლის სკოლა გილოცავთ სკოლის დაწყებას .დღე, რომელიც დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია თქვენთვის.
2012 წლიდან , თქვენი ლამაზი ცხოვრების ისტორიის ნაწილი გავხდით. ჩვენ , ერთად , ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებით ყოველდღიურ რუტინულ ტემპს, ვითვლით დღეებს; წლებს. მობილიზებული და შემოქმედებითი პედაგოგების წყალობით ვღებულობთ ახალ ინფომაციას, ვამუშავებთ და ვაღწევთ წარმატებას.ეს არის თქვენი და ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა.
მოხარული ვარ, წელს პირველკალსელები კიდევ ერთხელ შემოაბიჯებენ ჩვენს სკოლაში. ვამაყობ, რომ ასეთი აღზრდილი; ნიჭიერი; გონიერი;დაუდგრომელი მომავლელები მყავხართ. მადლობა თქვენ და თქვენს მშობლებს. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ე.წ. " სამკუთხედი"ისევ ძალაშია.ძალა კი, ერთობაშია.
გამოვაცხადოთ ეს წელი მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთობის ; სოლიდარობის წლად. ვიყოთ მეტად თავდაჯერებულნი და დავუბრუნოთ ქართულ სკოლას ღირებული სახელი.
მიყვარხართ; მენატრებით და გელოდებით !️
2018 წელი, 16 სექტემბერი 

                                                                       თქვენი ცირა ქასრაძე.