ადმინისტრაცია

აქტივობები

სასწავლო პროცესის გააქტიურებისა და გახალისებისთვის,მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების,ცოდნის გაღრმავების,ადამიანური ურთიერთობების დაფასებისა და გარესამყაროსთან კავშირების აღმოჩენისთვის 2019 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში მომავლის სკოლის VIა-VIბ-VIIა კლასებში დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი აქტივობა,მოეწყო პრეზენტაციები.(ხელმძღვანელი და დამრიგებელი-ნინო ყულეჯიშვილი).
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:,,ხაზარულა” , ,,ამაყი ვარდი” , ,,ცხოველთა სამყარო” , ,,ბახტრიონი” , ,,საქართველოს მარგალიტები” , ,,დავით გარეჯი”.
ჩატარდა დამრიგებლის საათი თემაზე ,,სიკეთის კალენდარი” ; დაიგეგმა ლიტერატურული მარათონი ჯონ ბოინის ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში” ; მარკ ტვენის ,,უფლისწული და მათხოვარი” და რევაზ ინანიშვლის მოთხრობები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული მასალის პრეზენტაცია.მოეწყო საშემოდგომო კუთხე,დაიგეგმა აგრეთვე ღონისძიება ,,ოქროსფერი შემოდგომა” რომელსაც მოსწავლეები შემოდგომის განსაკუთრებულ ხიბლს მიუძღვნიან.
ჩატარდა შეხვედრა სკოლის დირექტორთან ,,შეაჩვიე ბავშვი სხვისი დახმარებით მიღებულ ბედნიერებას!” (იანუშ კორჩაკი)
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების თინიკო ლამპარაძის და ლამზირა აბულაძის დახმარებით მოეწყო გასეირნება ბუნებაში-რას ფიქრობს ხე,ქვა,ბალახი,ყვავილი,ბუჩქი თუ ფოთოლი.
და ბოლოს 26 ოქტომბერს VIა VIბ VIIა კლასები მიეგმზავრება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში და წარმოადგენენ თემას:,,ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი”.
ექსკურსიის შთაბეჭდილებას დაბრუნების შემდეგ გაცნობებთ.

დაწვრილებით..

მაისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

საიტზე არის 8 სტუმარი