ადმინისტრაცია

საჯარო ლექციები

⭐️საჯარო ლექციებისა და სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიების პროგრამების პროექტის ავტორები:კახაბერ ტყაბლაძე როინ სალუქვაძე

• სკოლაში საჯარო ლექციები ჩატარდება მოსწავლეთათვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე

• გაიმართება პოლემიკა საჯარო ლექციების ირგვლივ, ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა გამოთქვას საკუთარი აზრი განსახილველ თემაზე და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი შეხედულება.

• სკოლაში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები (წინასწარ მოსწავლეები გაეცნობიან ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ორგანიზების სპეციფიკას, შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადების მეთოდებს, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების წარმართვის ხერხებს,,მოხდება ნაფიცების შერჩევა და პროცესების იმიტაცია).

• სკოლაში ჩატარდება ინტელექტუალური თამაში “ინტელექტუალური ვიქტორინა“. (შეიქმნება გუნდები სამი მოთამაშის შემადგენლობით. თითოეული გუნდი აირჩევს კაპიტანს თავისი შემადგენლობიდან და განსაზღვრავს გუნდის სახელწოდებას).

• ინტელექტუალური თამაშები გაიმართება სასწავლო წლის განმავლობაში სეზონების მიხედვით, შესაბამისად გამოვლინდება, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონების გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდებიან საპატიო სიგელებით. სეზონების გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ თამაშში, სადაც გამოვლინდება წლის საუკეთესო გუნდი. წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა სიმბოლური პრიზი და მიენიჭება ძველი ბერძნული მითოლოგიური სიბრძნის ქალღმერთის ,,ათენა პალადა ”-ს სახელობის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

• სკოლაში შეიქმნება „კინოს მოყვარულთა კლუბი“ და „ლიტერატურული სალონი“.

• ტექნიკური საშუალებებით მოხდება მსოფლიო კინომატოგრაფიის ცნობილი ფილმების დემონსტრირება, ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება ნანახი ფილმის ანალიზი.

• „ლიტერატურულ სალონში“ მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, მოწვეული იქნებიან სტუმრად საზოგადოებისათვის ცნობადი ფიგურები. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა საუკეთესო წიგნები და საღამოს დასასრულს გაიმართება დისკუსიები.


პროექტის მიზანი
მოსწავლ პროექტის საშუალებით სკოლის მოსწავლეები სიღრმისეულად გააცნობიერებენ საჯარო ლექციებისა და შემეცნებითი ღონისძიებების დანიშნულებასა და მნიშვნელობას, სკოლაში ჩატარდება იმიტირებული პროცესები, რაც სამართლის სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება. მოსწავლეები აიმააღლებენ ინტელექტუალურ ცოდნას საზოგადოებრივი მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში, ისწავლიან კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას, შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს თავისი პროფესიული განვითარებისათვის, ხელი შეეწყობათ ლოგიკური აზროვნების დახვეწაში ინტელექტუალურ თამაშეშბი მონაწილეობით და ლოგიკური ტესტების გამოყენებით. როგორც ინტერაქტიურ ჯგუფში მუშაობით, ასევე ინდივიდუალურად მოხდება მოსწავლეების აქტიური ჩართულობა. ასევე მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო და ქართული კლასიკური ლიტერატურის ცნობილ ნაწარმოებებს სკოლაში ნაჩვენები იქნება მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრები. მოსწავლეები შეძლებენ საღ მსჯელობას, ჯგუფის სხვადასხვა წევრებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, რითაც კიდევ უფრო ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება საჯარო ლექციები და სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები.

დაწვრილებით..

აგვისტო 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

საიტზე არის 96 სტუმარი