სტატიები

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

მომავლელებო!
მასწავლებლებო!
მშობლებო!
სრულიად საქართველო!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გელოდებოდით,რათა აახმაუროთ სკოლის დერეფნები.
დღეს,ერთად,ხალისით,რწმენით,ამაყად,იმედით,ღიმილით, პასუხისმგებლობით მოგესალმებით.
სიამაყით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ყოველთვის გამოირჩეოდნენ აკადემიურობით და ახლის ძიებით.
დიდი სითბოთი და სიყვარულით ვულოცავ სტუდენტობას წინა წლის კურსდამთავრებულებს და ყველა მომავლელს.
ჩვენი სკოლის სასწავლო ოჯახს, წელს შეემატება 40 პირველკლასელი.თვალებანთებული,ლაღი და ხალასი მომავლელები. ვულოცავ მათ და მშობლებს ამ სადღესასწაულო დღეს.
2018-2019 სასწავლო წელი აქტივობებით, პრეზენტაციებით და პროექტებით იყო გაჯერებული.
ექვსი, საშუალო საფეხურის, მომავლელი მოსწავლე გახდა სტიპენდიანტი და მათ სრულად უფინანსდებათ ერთი წლის სასწავლო კურსი.
გპირდებით, რომ ჩემი გამორჩეული მომავლელების, პროფესიონალი მასწავლებლებისა და მშობლების თანადგომით ,2019-2020 ს/წ ახალი გამოწვევებით, მრავალფეროვნებითა და სიახლეებით იქნება სავსე.
ერთად, მომავლის სადარაჯოზე.
სკოლის დირექტორი= ცირა ქასრაძე
2019 წელი, 16 სექტემბერი