მთავარი

მომავლის სკოლა

   "მომავლის სკოლა" - ქართული სულისკვეთება, დამოუკიდებელი აზროვნება და ევროპული გამოცდილება.

   "მომავლის სკოლა" - გზამკვლევი ეროვნული გამოცდებისაკენ, სწავლება რეპეტიტორის გარეშე.

   "მომავლის სკოლა" - მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები. არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.  

   "მომავლის სკოლა" - კეთილგანწყობილი გარემო. გამარტივებული, საინტერესო და ახალი მეთოდებით სწავლება.

     სკოლის დევიზი: ცოდნა ქვეყნის მომავალია

 


 

შობა -ახალი წელი მოდის

მომავლელებო !
კოლეგებო !
მშობლებო !
მეგობრებო !
შობა -ახალი წელი მოდის !
დარწმუნებული ვარ, ფეხბედნიერი იქნება ყველა ქართველისთვის
გვაკმაროს ღმერთმა ყველა ის ტკივილი, რაც წინა წლებმა და განსაკუთრებით 2019 წელმა მოგვიტანა. არ დავკონკრეტდები-ეს ერის წუხილია.
ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები,ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.სანამ მომავლის სკოლა იარსებებს ,მუდამ გვემახსოვრება -ნიკა აბაშიძე და ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები. მინდა,პატიება ვთხოვო მათ , რომ ვერ გავუფრთხილდით.
ცხოვრება კი გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია და მსურს გავიხსენოთ ლადო ასათიანის სიტყვები, ლექსიდან "საქართველო":
"თავს არ მოიკლავს ქართველი არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს ,
ერთი იმედი, სიცოცხლე მარად,
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამქვეყანაზე!"
ბედნიერი შობა-ახალი წელი გათენებოდეს საქართველოს !
გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!
ცირა ქასრაძე_ 30.12.2019წელი

თებერვალი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1

საიტზე არის 50 სტუმარი