მთავარი

მომავლის სკოლა

   "მომავლის სკოლა" - ქართული სულისკვეთება, დამოუკიდებელი აზროვნება და ევროპული გამოცდილება.

   "მომავლის სკოლა" - გზამკვლევი ეროვნული გამოცდებისაკენ, სწავლება რეპეტიტორის გარეშე.

   "მომავლის სკოლა" - მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები. არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.  

   "მომავლის სკოლა" - კეთილგანწყობილი გარემო. გამარტივებული, საინტერესო და ახალი მეთოდებით სწავლება.

     სკოლის დევიზი: ცოდნა ქვეყნის მომავალია

 


 

მედია-კლუბი “მომავლელები”

ყურადღება!!!

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს არაფორმალური მედია-კლუბი “მომავლელები”,
რომლის მიზანია:
ახალგაზრდა ჟურნალისტების განვითარება და მათი პროფესიული ცოდნის ამაღლება;
მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება,რათა აკეთონ ფაქტებზე დაყრდნობილი და ობიექტურად მიუკერძოებელი რეპორტაჟები.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ორატორული უნარი;

კლუბის წევრების სამომავლო გეგმები

ახალგაზრდა ჟურნალისტები მოამზადებენ სხვადასხვა სახის ჟურნალისტურ ნამუშევრებს და პარალელურად მიიღებენ კლუბის მიერ დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობას.
იმუშავებენ მრავალმხრივ პროგრამებზე,
გააშუქებენ ყველა სიახლეს,რაც ხდება ქვეყანაში და სასკოლო ცხოვრებაშიც,რომ შეიქმნას სკოლის არქივი და ისტორია