მთავარი

მომავლის სკოლა

   "მომავლის სკოლა" - ქართული სულისკვეთება, დამოუკიდებელი აზროვნება და ევროპული გამოცდილება.

   "მომავლის სკოლა" - გზამკვლევი ეროვნული გამოცდებისაკენ, სწავლება რეპეტიტორის გარეშე.

   "მომავლის სკოლა" - მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები. არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.  

   "მომავლის სკოლა" - კეთილგანწყობილი გარემო. გამარტივებული, საინტერესო და ახალი მეთოდებით სწავლება.

     სკოლის დევიზი: ცოდნა ქვეყნის მომავალია

 


 

ჩემო მეგობრებო!

ჩემო მეგობრებო!
დიდებო თუ პატარებო!
გეფერებით და მიყვარხართ დისტანციურად!
არ არის მარტივი, არც საინტერესო , ყოველდღიურად, მომავლის სკოლის ცარიელი და წყნარი დერეფნებისა და საკლასო ოთახების ჩამოვლა , მაგრამ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა.
მომავლელებო!
მშობლებო!
კოლეგებო!
გთხოვთ , გავახალისოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი.მომავლის სკოლის გვერდზე გააზიაროთ ძველი თუ ახალი ფოტოები ან ვიდეო, თქვენი და თქვენი შვილების საქმიანობისა და გართობის შესახებ. ამით უკეთ მოვეფერებით ერთმანეთს.
ველოდები...
ასევე, გთხოვთ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია ,რაც აუცილებელია თქვენი და თქვენს გარშემო მყოფთათვის.
ასევე, იმუშაოთ საკუთარ თავზე და ეცადეთ ამ კვირის ბოლომდე შეასრულოთ მოცემული დავალებები. განსაკუთრებით , ლიტერატურული მარათონი,(მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვერ იშოვეთ წიგნები,წინა კლასის მოსწავლეებთან მოიკითხეთ ან დაეხმარეთ ჯგუფებში ერთმანეთს) რათა განვაახლოთ ორშაბათიდან ონლაინ დავალებები. ყურადღებით ადევნეთ თვალი მომავლის სკოლის მთავარ გვერდს და თქვენს ჯგუფებს.
დაწყებითი საფეხურის მშობლებო !
გთხოვთ , წაუკითხოთ ჩემი შეტყობინება თქვენს შვილებს და უთხრათ ,რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს!
მენეტრებით ! გელოდებით ! მეიმედებით !
დამატებითი კითხვებით მომმართეთ.
თქვენსავით მოუსვენარი და ცელქი -ცირა დირექტორი !
2020წ. 11 მარტი
და ბოლოს, მე უკვე დავიწყე სურათებისა დადებააა

დაწვრილებით..