სტუმრად უნივერსიტეტში

🌍ბათუმის მომავლის სკოლის ეკო კლუბ მწვანე სივრცე/GREEN SPASE- ის წევრები, კლუბის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლამზირა ზოიძესთან ერთად სტუმრობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ, იმუნოგენეტიკის ლაბორატორიას . მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიის ბაზაზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. მიიღეს ინფორმაცია ლაბორატორიაში მიმდინარე ცდებისა და ექსპერიმენტების შესახებ. ჩაუტარდათ საჩვენებელი ლაბორატორიული აქტივობა. მოსწავლეებმა თვითონ მიიღეს მონაწილეობა როგორც საკუთარი, ასევე მეგობრების სისხლის ჯგუფების განსაზღვრაში. 💚ძალიან დიდი მადლობა ქ–ნ შორენა გაბაიძეს @Shorena Gabaidze საინტერესო ინფორმაციისა და აქტივობებისთვის. 🌏💚🌎💚🌍💚 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U მომავლის სკოლა / school of the future კლუბის ხელმძღვანელი -ლამზირა ზოიძე

(იხ. სრულად)