ლიტერატურული მარათონი 2023

🌞🌞🌞 ბათუმის მომავლის სკოლის მე8 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.📚მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება.🤗🤗📚 მოსწავლეებმა წაიკითხესანა ფრანკის დღიურები”და ჯ.კ. როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”.🔮🔮წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ “ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ”, ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მშვიდობა, განსხვავებული რასისა და შეხედულების ადამიანების მიმართ კეთილგანწობა,მიტევება და შემწყნარებლობაა. გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობა,მჩაგვრელობა და დიქტატურა,იბრძოლოს დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისა და განხორციელებისთვის. რაც,უპირველეს ყოვლისა,წიგნიერებითა და განათლებითაა შესაძლებელი.📚მადლობა მომავლის სკოლის თითოეულ მოსწავლეს წიგნის სამყაროში ხალისიანი მოგზაურობისთვის და დირექციას მხარდაჭერისთვის!❤

(იხ. სრულად)