ლიტერატურული მარათონი 2023

📚15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის XI კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.📚მარათონის მიზანია მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ კითხვის კულტურა, კრიტიკული აზროვნებისა და სათქმელის ნათლად, მკაფიოდ, გადმოცემის უნარი. 📚მოსწავლეებმა წაიკითხეს ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”, ლევ ტოლსტოის “მამა სერგი”, პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე”. წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, ასევე ტექსტებში დასმული პრობლემა დაუკავშირეს თანამედროვეობასა და მათ მიერ შესწავლილ ტექსტებს. 📚როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. 📚 მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!❤

(იხ. სრულად)