“სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი “

📚საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა📚მასწავლებელი- თინიკო ლამპარაძე📚კლასი-VIIა📚“სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი “, რათა გამოაწრთოს მოზარდი თაობის ხასიათი, განავითაროს ბავშვებში ინტერესები, მოქალაქეობრივი გრძნობები… თვითმოქმედება, ინიციატივა, შეუპოვრობა-დიმიტრი უზნაძე. 📚სწორედ დამოუკიდებელი აზროვნების, არჩევნის თავისუფლების, მოსაზრებათა გაცვლის, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მომავლის სკოლის მე7 ა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში “მკითხველის სკამი”. 📚 მიმდინარე წლის 2.03-დან 25.05-ის ჩათვლით მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს თანაკლასელთა წინაშე წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ (უცხოელი ან ქართველი ავტორის) თხზულებას, ესეს, მინიატურას ან ნოველას.ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გამოყოფენ ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, მთავარ სათქმელს,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, გამართავენ დისკუსიას საგულისხმო საკითხებზე, შეაფასებენ თხზულების წარმდგენს და თხზულებას… შთაბეჭდილებას ჩაიწერენ სახელდახელოდ შექმნილ “მკითხველის დღიურში”. 📚 მადლობა მე-7 კლასელ მომავლელებს პროექტით დაინტერესებისა და გულისხმიერებისათვის!💖წარმატება!

(იხ. სრულად)