კულტურული მრავალფეროვნება

საგანი: მოქალაქეობათემა: კულტურული მრავალფეროვნება. საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების და მისი მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, მომავლის სკოლის მოსწავლეებს ვიდეოთი მიმართა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკის , ესპანეთისა და პოლონეთის მოქალაქეებმა. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ: კულტურულ მრავალფეროვნებასა და მის უპირატესობებს;საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კულტურას.მოცემული გაკვეთილის მიზანი გახლდათ:მოსწავლეებისთვის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გაცნობა;მოსწავლეებში ტოლერანტული ღირებულებების გაძლიერება. (იხ. სრულად)
Read More

დიპლომატიის კვირეული

ბათუმის მომავლის სკოლის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბი"-ს წევრები საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,დიპლომატიის კვირეული" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. კლუბის წევრები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას ფინეთის ელჩთან, კირსტი ნარინენთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ისაუბრა ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.პროექტში მონაწილეობის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დიპლომატიისა და ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
Read More