შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი,

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V-XI კლასის მოსწავლეები.

მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა, თხრობის კულტურის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება.

“იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია”. როგორც ასტრიდ ლინდგრენი წერდა: „წიგნს ვერაფერი შეცვლის, წიგნი ფრთას ასხამს ფანტაზიას.

ბავშვი, რომელიც წიგნთან არის განმარტოებული, საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნათელ, წარუშლელ სურათებს“.

მოსწავლეები პასუხისმგებლობითა და ემოციით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას. წარმოადგინეს ნახატები ეპიზოდების მიხედვით

. 🇬🇪🇬🇪🇬🇪მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პასუხებისთვის!